წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა.
შემთხვევა სოფელ მედანში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. დაჭრილის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.