LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „სალომე ზურაბიშვილი ზოგადად ვერ მეგობრობს კანონთან და პროცედურებთან, მისი პოლიტიკური სიშლეგე არ აძლევს საშუალებას, რომ რაიმე კონსტიტუციური ან კანონის ჩარჩოში გააკეთოს“

147
ნინო წილოსანი, სალომე ზურაბიშვილი

„სალომე ზურაბიშვილი ზოგადად ვერ მეგობრობს კანონთან და პროცედურებთან. მისი პოლიტიკური სიშლეგე არ აძლევს საშუალებას, რომ რაიმე კონსტიტუციური ან კანონის ჩარჩოში გააკეთოს“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით პრეზიდენტი ვერ მივა გამოკითხვაზე, იმიტომ, რომ მას რეალურად არანაირი არგუმენტი და ფაქტები არ აქვს:

„ის არ მივა პროკურატურაში გამოკითხვაზე არა, ის ვერ მივა გამოკითხვაზე, იმიტომ, რომ მას რეალურად არანაირი არგუმენტი და ფაქტები არ აქვს იმ ბრალდებების უკან, რასაც ის აცხადებდა“, – განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი 31 ოქტომბერს პროკურატურაშია დაბარებული.

პრეზიდენტი მოქალაქეებს: თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყებამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

„ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.

„საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე.

გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცეელბულ ინფორმაციაში.

პრეზიდენტი: „ეს არის არჩევნები, რომელიც მოიპარეს – ვფიქრობ, ამ შეფასებას ქართველი ხალხი ქუჩაში დაადასტურებს “

„პესიმიზმის ან დანებების დრო არ არის… მათ მიერ დაწერილი შედეგები არ დადგება – ჩვენ ერთად მივაღწევთ სიმართლეს!“ – პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g