სტამბოლი თანამედროვე ხელოვნების გამოფენისთვის ემზადება. საერთაშორისო ღონისძიებას – Coontemporary Istanbul თურქეთის დედაქალაქი 14-დან 18 სექტემბრამდე უმასპინძლებს. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება სტამბოლის ბიენალეს დაემთხვევა და მასზე ტრადიციულად ათასობით სტუმარს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს თანამედროვე ხელოვნების გამოფენას 70-მდე გალერეა შეუერთდა და მათ 90 ათასზე მეტი ვიზიტორი ყავდათ. წლევანდელ ღონისძიებებს კი ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო The Sofa Hotel უმასპინძლებს და ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებიც სწორედ იქ გამოიფინება.