LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GITA-მ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის და მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის კვირეული გამართა

427
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკისთვის ქალთა გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი ასევე აქტიურ რეჟმში უჭერს თანამედროვე პროფესიების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას მხარს. ამჯერად, საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, UNDP-ის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, GITA-მ მეწარმე ქალებისა და IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის კვირეული გამართა.

კვირეულის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ლექციებს და მიეღოთ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების გზების შესახებ, გაეგოთ, თუ როგორ შეიძლება AI ხელსაწყოების ბიზნეს საქმიანობასა და სწავლაში გამოყენება და ემუშავათ რეალური ბიზნეს ამოცანების AI-ის საშუალებით გადაწყვეტაზე.

„საქართველოს ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. კვირეულის მონაწილეებმა ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების, AI ხელსაწყოების გამოყენების მარკეტინგის, პროექტების მართვის, ფინანსური და ოპერაციების ანალიტიკისა და დაგეგმვის მიმართულებით მიიღეს ცოდნა.  ღონისძიების მიზანი მეწარმე ქალების და მოსწავლეების გაძლიერება იყო, მათი ტექნოლოგიების სფეროში ჩართვა, რაც შედეგად მათ ბიზნეს საქმიანობის განვითარების შესაძლებლობას მისცემს. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეებს. ჩვენ კი არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ მსგავსი საინტერესო ინიციატივების მხარდაჭერას და განხორციელებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g