LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოკჰოლმში ხის სახლების ყველაზე დიდ რაიონს ააშენებენ

110
76

სტოკჰოლმში გაჩნდება მსოფლიოში ყველაზე დიდი რაიონი ხის სახლებით. პირველი შენობები კი უკვე 2026 წლისთვის აშენდება. სიახლის შესახებ Al.se წერს.

250 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მონაკვეთზე მშენებლობა უკვე დაწყებულია. 10 წლის განმავლობაში 2 ათასი საცხოვრებელი და 7 ათასი საოფისე შენობის აგება იგეგმება, ასევე აშენდება რესტორნები და მაღაზიები.

ბეტონისა და რკინის მასალით მშენებლობასთან შედარებით, ხის გამოყენება მავნე გამონაბოლქვს 40%-ით ამცირებს. გარდა ამისა, ხე მავნე გამონაბოლქვს შთანთქავს, რაც ასევე ძალიან სასარგებლოა.

ხის შენობებს მაქსიმალურად ცეცხლგამძლეს გააკეთებენ და ასევე დაამონტაჟებენ რამდენიმე სახანძრო სისტემასაც.

იმის გამო რომ ხის სახლი ტრადიციულ სახლთან შედარებით ბევრად მსუბუქია, მათი ფუნდამენტი შესაძლოა ნაკლებად ღრმა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მშენებლობას ნაკლები ბეტონი დასჭირდება. გარდა ამისა, მშენებლობის ასეთი ტექნოლოგია ნაკლებად გამოყოფს ხმაურს და ადგილობრივთა სიმშვიდესაც არ არღვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები