„ვინც ხმა მიეცით ქართულ ოცნებას თქვენ ხმა მიეცით საკუთარი ქვეყნის დასამარებას“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში.
მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მმართველი გუნდის, „ქართულ ოცნების“ სასარგებლოდ დააფიქსირეს, ღირსება არ გააჩნიათ.
„ვინც ხმა მიეცით ქართულ ოცნებას თქვენ ხმა მიეცით საკუთარი ქვეყნის დასამარებას.
რომელ ოჯახზეა ლაპარაკი, რომ დაშალეთ?! ქალები რომ გააქციეთ ქვეყნიდან?!
ქვეყანაში ქალი რომ აღარ დატოვეთ?! სოფელში მიცვალებულის დამტირებელი და ბავშვის გამჩენი ქალი რომ აღარ დარჩა! ეს არის ერთიანი ოჯახი?
მთავარი შიში ქართველ კაცს აქვს რომ არ გაათხოვონ, აღარც სამშობლოს სიყვარული, აღარც ბრძოლა, აღარც უფლისთვის თავგანწირვა,
მთავარი შიში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში ჩაუნერგა ქართველ მამაკაცს არის ის, რომ თუ ევროპაში შევალ, ძალით გამათხოვებენ, არ არის ასე?
რომელ სამშობლოზე ლაპარაკობთ? პაპუაშვილის რუკა რომ არის, უაფხაზეთო და უცხინვალო, ეს არის თქვენი სამშობლო? ამისთვის სწირავთ თავს? აი, იმ რუკას მიეცით ხმა, ძვირფასო ქოცებო, მათ შორის ამომრჩევლებო“
ვინც ხმა მიეცით ქართულ ოცნებას თქვენ ხმა მიეცით საკუთარი ქვეყნის დასამარებას — გუბაზ სანიკიძე„ვინც ხმა მიეცით ქართულ ოცნებას თქვენ ხმა მიეცით საკუთარი ქვეყნის დასამარებას. რომელ ოჯახზეა ლაპარაკი, რომ დაშალეთ?! ქალები რომ გააქციეთ ქვეყნიდან?!“ — გუბაზ სანიკიძე
Posted by Formula • ფორმულა on ოთხშაბათი, 06 ნოემბერი, 2024