საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში იმ მასშტაბებზე წერს, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა და თითქმის 22 საათია იხილავს.
როგორც ქურდოვანიძე აღნიშნავს, ორგანიზაცია ჯერ ისევ ახსნა-განმარტებების ეტაპზეა:
„მასშტაბები რომ წარმოვიდგინოთ, რა გააერთიანა თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ და რას იხილავს თითქმის 22 საათია.
საიას თავმჯდომარე: „ცესკოს თქმით, მოსამართლე ხუჭუა მიკერძოებულია, რადგან მისი ცოლი კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებს და მარწყვის ტორტის გამოცხობას დაჰპირდა, საქმეს სქრინები დაურთეს“
საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ამ დრომდე არ იციან მოსამართლეთა ვინაობა, ვინც 2 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე საარჩევნო დავებს განიხილავს.
სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა საიას 12 საქმე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ყველა ტექნოლოგიური უბნის ბათილობას ეხება და ასევე, ამ საქმესთან გააერთიანა კოალიცია „ჩემი ხმის“ 14 საჩივარი, რომელიც დაახლოებით 150-მდე უბნის შედეგების ბათილობას ეხება. ანუ ჯამში 26 საქმე განიხილება ერთად.
ჯერ ისევ ახსნა-განმარტებების ეტაპზე ვართ.“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.
მასშტაბები რომ წარმოვიდგინით, რა გააერთიანა თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ და რას იხილავს თითქმის 22…
Posted by Nona Kurdovanidze on Wednesday 6 November 2024