პოპულარული ბრიტანელი მუსიკოსი რობი უილიამსი ამჯერად Man About Town-ის გარეკანზე გამოჩნდა. მუსიკოსი, რომელიც იშვიათად სწყალობს მედიას, ამჯერად ცნობილი გამოცემისთვის ფოტოსესიას დათანხმდა, სადაც ცნობილმა ჰიტმეიქერმა სხვადასხვა იმიჯი მოირგო და ყველგან შეუდარებელია. ყურადღებას იქცევს მომღერლის პირველი ფოტო, სადაც ის ჩვენი საყვარელი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის ჟესტით პოზირებს, თვალებზე რგოლი სავარაუდოდ, რობის ინიციატივაა, რომელიც არ არის კავშირში ფეხბურთთან, თუმცა, უდავოდ ორიგინალურია.
ზოგიერთ ფოტოზე რობი წელზევით შიშველია, ზოგან კი, კლასიკურ ბრიტანულ პიჯაკებსა და პალტოებშია გამოწყობილი. ფოტოსესია ძირითადად შავ-თეთრია, თუმცა, არის ორი ფერადი ფოტოც, სადაც რობი ულამაზეს ფერად ჟაკეტებში ჩნდება.