„ქალებს ძალიან დიდი ძალა გვაქვს და ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია“, – ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„საუკუნეებია ვამტკიცებთ, რომ ძალიან დიდი ძალა გვაქვს, მაგრამ ისეთ უსამართლობას ვაწყდებით, რომ მე არ ვიცი, დღეს და ხვალ, რა იქნება ქალებთან მიმართებაში. ამდენი კაცი დგას და ქალის ეშინიათ.
ანა დოლიძე – „დღეიდან კალანდარიშვილის მეტსახელი არის „გიორგი მშიშარა“
ჩვენ დაკარგული და წართმეული ხმებისთვის ვდგავართ და ამას ჩვენი შვილებისთვის და მომავლისთვის ვაკეთებთ… ძალიან სასაცილოები [არიან] და მგონია, რომ ესენი ვერასდროს მოეგებიან გონს. ვისგან რას იცავენ?
უნდა იცოდნენ, რომ უნდა ეშინოდეთ ქალების. ჩვენ არ გავჩერდებით“, – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.
ცნობისთვის, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ – ამ მოთხოვნით ცესკო-ს შენობასთან შეკრებილმა ქალებმა, „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივით, ცესკო-ს სახელზე ინდივიდუალური განცხადებები დაწერეს და არჩევნების შედეგების ბათილობა მოითხოვეს.