„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თსუ-ს მიმდებარედ, აქციაზე სამართალდამცველებს მიმართა და მოუწოდა არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
„ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლები ვსაუბრობდით, რომ ახალ-ახალი ნაბიჯები გვექნებოდა, რასაც გადავდგამდით. დღეს პროტესტის ახალი ეტაპი დავიწყეთ. 24 საათის მანძილზე, ხვალ საღამოს 20:00 საათამდე ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ, ვიდგებით აქ. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან კანონი და არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. აბსოლუტურად მშვიდობიანად ვართ აქ. ორგანიზებული გვაქვს ღამით დარჩენისთვის საჭირო ატრიბუტიკა, როლის ნაწილი უკვე მობილიზებულია, აქ არის „პარალონი“, კარვები გაიშლება, რომ სიცივემ არ შეგვაწუხოს. ყველანი ვიყოთ ერთად და ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ