ახლა პოლიცია ფიქრობს, რომ სადღაც დილას, 4 საათიდან 6-მდე დაგვარბევს – ვერაფერს იზამენ თუ ბევრი ვიქნებით, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გეგმა არის, რომ 24 საათი ჭავჭავაძის გამზირზე უნდა იდგნენ.
„აქ დილიდან დაიწყება რუსული დეზინფორმაციების მანქანის მობილიზება, რომ ვიღაც წავიდა, ხალხი არ არის, და ა.შ. ყველა აქ ვართ, არსად მივდივართ. ყველაფერი იქნება – ყავა, ჩაიც, დამტენიც და ყველაფერი.
ახლა პოლიცია ფიქრობს, რომ სადღაც დილას ან რა ვიცი, 4 საათიდან 6-მდე დაგვარბევს. ვერაფერს იზამენ თუ ბევრი ვიქნებით. ეს არის გეგმა – 24 საათი აქ უნდა ვიდგეთ. ყველა აქ არის. ნიკაზე [გვარამია] გაავრცელეს წავიდაო – ის აქ არის. ამიტომ, ერთად, ერთიანობით, შემართებით ვიქნებით. აბა თქვენ იცით, არ შეგცივდეთ, მოდით, ვილაპარაკოთ და ნებისმიერ დროს გაგვიზიარეთ თქვენი აზრები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს.
ფოტო: ინტერპრესნიუსი