ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ ამ დროისთვის, 20-ზე მეტი კარავია გაშლილი.
პარალიზებულია ჭავჭავაძისა და ვარაზისხევის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი.
მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები ამარაგებენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით.
მომიტინგეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და შედეგებს არ აღიარებენ. ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.
ამასთან, ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან.
ფოტო: ინტერპრესნიუსი