„პოლიციელი არის გმირი და მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო და მთლიანად შსს-ს ასე უმწიკვლოდ ჩატარებული იმ ოპერაციისთვის, რასაც გზის გათავისუფლება ჰქვია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა და აღნიშნულით დილით, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მოვლენები შეაფასა.
როგორც მან „რუსთავი 2“-ის ეთერში, ოპოზიციაზე საუბრისა აღნიშნა, „აუცილებლად დადგება იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ქვეყნის წინაშე დამნაშავეები არიან“:
„უმეცრებისა და სისულელეების ზეიმს ვაწყდებით ოპონენტების მხრიდან, როდესაც მათი მხრიდან მოვლენების შეფასებებს ვისმენთ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ პოლიციელი არის გმირი და მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო და მთლიანად შსს-ს ასე უმწიკვლოდ ჩატარებული იმ ოპერაციისთვის, რასაც გზის გათავისუფლება ჰქვია.
სამწუხაროდ, ის მოცემულობა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას აქვს, არანაირ სახელმწიფოებრიობას არ მოიცავს. ძალიან კარგი მაგალითია ის წერილი, რომელიც ამ ადამიანებმა გააგზავნეს ბრიუსელში, რომელიც შპიონაჟით არის სავსე. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც 30 ვერცხლად შეუძლიათ სამშობლოს გაყიდვა.
კახა კალაძე ბორელის განცხადებაზე: „ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზად ვართ, თუმცა, ეს „კინო“ უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით, როგორ მოქმედებენ რადიკალები“
კახა კალაძის თქმით, ეს არის პოლიტიკური შეფასებები, რომლებიც არჩევნებამდეც კეთდებოდა, რეალურად კი, არჩევნების დარღვევით ჩატარების ფაქტები არ არსებობს.
კოლონიალიზმის სულისკვეთებიდან ვერ გამოდიან და ვერ წარმოუდგენიათ, ქვეყანამ დამოუკიდებლად, სუვერენულად როგორ უნდა იარსებოს.
ქალბატონი სოფო [ჯაფარიძე] საუბრობდა – არჩევნები გაყალბებულიაო და არგუმენტად მოიყვანა „ყველა ამას ამბობსო“. არ გახსენდებათ მსგავსი არგუმენტი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით? პრეზიდენტს რომ ვეკითხებოდით, რატომ არის კანონი ცუდიო და პასუხი, რომ ჰქონდათ – „იმიტომ“.
ეს ადამიანები არიან დამნაშავეები საკუთარი ქვეყნის წინაშე და აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი“. – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.