LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვილი სანიოლი: საკუთარ დონეს ბევრად ჩამოვრჩით, ვფიქრობ, მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია, მატჩი ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა ჩააგდო

398
ვილი სანიოლი

„მატჩი ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა ჩააგდო. აგრესია, ინტენსიურობა და ბრძოლისუნარიანობა დაგვაკლდა,“ – ამის შესახებ ჩეხეთთან მარცხის შემდეგ ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა პრობლემა მენტალიტეტშია.

„მატჩი ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა ჩააგდო. აგრესია, ინტენსიურობა და ბრძოლისუნარიანობა დაგვაკლდა. ტაქტიკის შეცვლა პირველივე ტაიმში დავიწყე, შეტევას უფრო და უფრო ვაძლიერებდით, თუმცა, როცა ასეთ გუნდთან მატჩის სტარტზე ორ გოლს გაუშვებ, შემდეგ თამაშის შემოტრიალება რთულია.

პირველი 20-30 წუთი საშინლად დავიწყეთ და სწრაფი ცვლილები იყო საჭირო. საკუთარ დონეს ბევრად ჩამოვრჩით. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია. ახლო წარსულის წარმატებებმა და ერთა ლიგის კარგმა დასაწყისმა დიდი მოლოდინები გაგვიჩინა. ახლა დაფიქრება, შეცვლა და ისევ წინსვლა მოგვიწევს.

წაგების მიუხედავად, ვფიქრობ, კარგია, რომ ბოლო ოთხ მატჩში რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი შევქმენით. დღესაც ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ მეტად უნდა ვიმუშაოთ შეტევაზეც და დაცვაზეც, რადგან ასეთ დონეზე თამაშისას წვრილმანებზეც უნდა ვიფიქროთ,“ – თქვა ვილი სანიოლმა.

ერთა ლი­გის ბოლო, მე­ექ­ვსე ტურ­ში საქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი სტუმ­რად ჩე­ხეთს და­უ­პი­რის­პირ­და და ან­გა­რი­შით 2:1 და­მარ­ცხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g