„ფეხბურთში ასეა, წარმატებულ პერიოდს წარუმატებლობა მოჰყვება, მაგრამ ასეთ დროს არ უნდა დანებდე და უნდა წამოდგე,“ – ამის შესახებ ჩეხეთთან მარცხის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა განაცხადა.
როგორც ქოჩორაშვილმა აღნიშნა, გუნდი შეეცდება, რომ მომდევნო თამაშები ბევრად მაღალ დონეზე ჩაატარონ.
„გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ვამაყობ ჩემი გუნდელებით და იმ ქომაგებით, ვინც აქ ჩამოვიდნენ. მინდა, მადლობა მათ და იმ ხალხს გადავუხადო, ვინც გვგულშემატკივრობდა.
პირველი ტაიმით უკმაყოფილოები ვართ როგორც მე, ასევე გუნდი. შეგვეძლო, საქმე მეორე ტაიმში გამოგვესწორებინა. შევეცდებით, რომ შემდეგი თამაშები ბევრად მაღალ დონეზე ჩავატაროთ.
მინდა, მივულოცო ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთი წინ მიდის, ძალა ჩვენშია. ეროვნული და 21-წლამდელთა ნაკრებებიც შევეცდებით, რომ ქართველ ხალხს ის სიხარული დავიბრუნოთ, რასაც იმსახურებს.
ფეხბურთში ასეა, წარმატებულ პერიოდს წარუმატებლობა მოჰყვება, მაგრამ ასეთ დროს არ უნდა დანებდე და უნდა წამოდგე – მეც და ჩვენი ნაკრებიც აქამდე ამ მენტალიტეტით მოვედით და გავაგრძელებთ წინსვლას. ჩვენ დიდი გული გვაქვს, ძალა ჩვენშია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ და საქართველოს დიდი სიხარული კიდევ ერთხელ ვაჩუქოთ“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.
ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩეხეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დამარცხდა.