LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩოს შემდეგ, საჰაერო საფრთხის გამო კიევში საელჩოები ესპანეთმა, იტალიამ და საბერძნეთმაც დახურეს

127
ესპანეთის საელჩო კიევში

აშშ-ის საელჩოს შემდეგ, საჰაერო საფრთხის გამო კიევში საელჩოები ესპანეთმა, იტალიამ და საბერძნეთმაც დროებით დახურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინაში ესპანეთის საელჩოს განცხადებით, “უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო” დღეს, 20 ნოემბერს საელჩო დაიხურება.

ესპანეთის საელჩომ უკრაინაში მცხოვრებ ესპანეთის მოქალაქეებს აცნობა, რომ „უსაფრთხოების ზომები მიიღონ, ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს მიჰყვნენ და დარწმუნდნენ, რომ თავშესაფართან ახლოს არიან“.

აშშ-ისა და ესპანეთის საელჩოების შემდეგ კიევში თავიანთი საელჩოების დროებით დახურვის შესახებ იტალიამ და საბერძნეთმაც გამოაცხადეს.

ცნობისთვის, მანამდე, საჰაერო საფრთხის გამო აშშ-მა კიევში საელჩო ერთი დღით დახურა. საელჩომ უკრაინაში აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ „მზად იყვნენ, რათა სასწრაფოდ თავშესაფრებში ჩავიდნენ, იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო განგაში გამოცხადდება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g