მუსიკოსი გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარი ქალიშვილების შესახებ ინფორმაციას ხშირად უზიარებს.
ამჯერად, გია ბაღაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ანასტასიასთან და მარიამთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც აჭარულისა და რაჭულის ცეკვის სამოსში არიან გამოწყობილები:
„დღეს ჩემს ანასტასიას და მარიამს ზეიმი ჰქონდათ სკოლაში და აჭარული და რაჭული ცეკვები შეასრულეს მეგობრებთან ერთად“, – წერს გია ბაღაშვილი.
„ჩემი უძლეველი რაზმი!“ – გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ უთბილეს კადრებს გვიზიარებს
„სასწაული ბავშვები არიან“, „სანიმუშო მამა“ – წერენ ფოტოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
დღეს ჩემს ანასტასიას და მარიამს ზეიმი ჰქონდათ სკოლაში და აჭარული და რაჭული ცეკვები შეასრულეს მეგობრებთან ერთად ❤️❤️
Posted by გია ბაღაშვილი • Gia Bagashvili on პარასკევი, 22 ნოემბერი, 2024