„რევოლუციის კოლონებს ვაანონსებთ და საათობით წვიმაში გალუმპულ ხალხს, არ ვეუბნებით უმარტივეს დღის წესრიგსაც კი. ისევ სადღეგრძელოები ისმის!“,- ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოცალურ ქსელში წერს.
ნანუკა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას და შემდგომ ვითარებას, ასევე ოპოზიციის აქტივობებს აფასებს.
„რა ხდებოდა არჩევნებამდე.
ლიდერები გვარწმუნენდნენ რომ გაყალბების შანსი არ იყო.
რომ მოიგებდნენ.
გვარწმუნებდნენ რომ რუსი დიქტატორი, ტექნიკურად უნაკლო აპარატებით, ჩაატარებდა არჩევნებს და რაც მთავარია, არჩევნებით წავიდოდა.
არ გამართლდა არცერთი პროგნოზი. დიქტატორმა არჩევნები გააუქმა.
გავბრაზდით, ნიჰილიზმში ჩავარდით, შემდეგ ვიკითხეთ რა არის გეგმა B. ვერც კი წარმოვიდგინეთ რომ ამდენი პოლიტიკოსისგან, (რომლებსაც ქვეყანას ვანდობდით სამართავად) არცერთს ჰქონდა დაშვებული დიქტატორი რომ დემოკრატი ვერ გახდებოდა.
შეგვეძლო უფრო …… ფიქრიც, მაგრამ საკუთარ თავს ქოცობაში ჩავუთვალეთ.
ავდექით, ერთმანეთი ფეხზე წამოვაყენეთ, ლიდერები იქეთ ვამშვიდეთ, „კაი ვის არ მოსვლია ძმაო“ და ბრძოლას შევუდექით.
რა ხდება? რევოლუციის კოლონებს ვაანონსებთ და საათობით წვიმაში გალუმპულ ხალხს, არ ვეუბნებით უმარტივეს დღის წესრიგსაც კი. ისევ სადღეგრძელოები ისმის!
არ ტეხავს თქმა, „არ ვიცით რა ვქნათ მეგობრებო”. ხალხს ჰკითხოთ, რა ჯობია, რომელი გზა, მოკლეზე გადაჭრა და თუ დიდ წრეზე წასვლა.
არაფერი ტეხავს და განსაკუთრებით წყენების და ბრაზის გაცხადება! ტეხავს ამის მიუღებლობა.
ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა რომ ბრძოლას აქვს აზრი!
ამიტომ ადრე მოგწყენიათ განსხვავებული აზრის მოსმენა. ყველაფერი აწი იწყება.
თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! ეს ხალხი ყოველ დღე უნდა ვახსენოთ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქში.