LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარისკო ექსპერიმენტი: 200 კმ/სთ მძღოლის გარეშე (ვიდეო)

33

უნივერსალმა Mercedes- AMG E63 S-მა 200 კმ/სთ ისე აკრიბა, რომ მძღოლი საჭეს არც კი შეხებია. სარისკო ექსპერიმენტი Youtubue-არხის GTBoard-ის ავტორმა ჩაატარა და მაქსიმალური სიჩქარის მისაღწევად მას მხოლოდ 11,5 წამი დასჭირდა.

Mercedes- AMG E63 S 4 ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რაც 612 ცხენის ძალას ანვითარებს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-შია, პირველი 100 კმ/სთ-ის ასაკრებად კი მას მხოლოდ 3,5 წამი სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ წარსულში უნივერსალი ნიურბურგრინგის შეჯიბრში ყველაზე სწრაფიც გახდა და ტრეკის გასავლელად მას მხოლოდ 7 წუთი და 45,19 წამი დასჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები