LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია თოფურიას დედა სალომე ზურაბიშვილს: „დიდი მადლობა პრეზიდენტს ასეთი თბილი მიღებისთვის, მნიშვნელოვანი და სიმბოლური იყო ქვეყნის პირველი პირისთვის წიგნის – „დედა და ილია“ გადაცემა“

234
ინგა ბენდელიანი

მწერალ გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის – „დედა და ილია“ მთავარი გმირი, ილია თოფურიას დედა ინგა ბენდელიანი-თოფურია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მადლობას საჯაროდ უხდის.

„ოცნებები ნელ-ნელა სურვილებად იქცნენ… პირველად ოქტაგონზე რომ გავიდა, ფეხზე ძლივს დადგა, რადგან ტატამს იყო დაჩვეული, მაგრამ უცნაურად მალე იგრძნო სიმყარე“ – გიორგი კეკელიძე ილია თოფურიას დედის ცხოვრებაზე წიგნს წერს

როგორც ინგა ბენდელიანი სოციალურ ქსელში წერს, გუშინ პრეზიდენტი შეხვდა წიგნის გმირებს – ინგა ბენდელიანი-თოფურიას დას და შვილს, რომლებმაც პრეზიდენტს აღნიშნული წიგნი გადასცეს.

„მნიშვნელოვანი და სიმბოლური იყო, ქვეყნის პირველი პირისთვის წიგნის „დედა და ილია“ გადაცემა, რომელმაც ჩემი შვილი ღირსების ორდერით დააჯილდოვა.

დიდი მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს ასეთი თბილი მიღებისთვის“, – წერს ინგა ბენდელიანი-თოფურია სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტი: „მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა გადმომეცა ეს ჯილდო, რომელიც სამაგალითოა ბევრ ასპექტში ახალგაზრდებისთვის, თუ რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიო“

„ხოლო ინგას სიკვდილი აღარ უნდოდა, რადგან უკვე მკვდარი იყო, მკვდარი იყო და ხალხს უმალავდა“ – ინგა ბენდელიანი-თოფურიას ამბავი ომზე, სისხლზე, ფსკერზე, სიყვარულზე, მოთმენაზე, ბრძოლაზე და გამარჯვებაზეა: ილია თოფურიას დედაზე გიორგი კეკელიძე წიგნს წერს

მნიშვნელოვანი და სიმბოლური იყო, ქვეყნის პირველი პირისთვის წიგნის #დედადაილია გადაცემა, რომელმაც ჩემი შვილი ღირსების…

Posted by InGa Bendeliani Topuria on ოთხშაბათი, 27 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g