LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია

384
თიბისი კონცეპტი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, 6 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური, 9 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.

წლევანდელ ფესტივალზე დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA) სპეციალურ ფულად ჯილდოს აწესებს, რომელიც დოკუმენტური ფილმების კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორ ჯილდოს გასცემს.

კატეგორიაში „ადამიანის უფლებები კინოში” ჯილდო გადაეცემა დოკუმენტური და მხატვრული მიმართულების გამორჩეულ ფილმებს, რომელთა თემატიკაც ადამიანის უფლებათა საკითხს ეხმიანება.

გამარჯვებულებს, ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე, სპეციალური ჟიურის გამოავლენს და დააჯილდოებს.

წელს, საკონკურსო ფილმების გარდა, ქართულ პანორამაში სტუდენტური ფილმების არასაკონკურსო სექციასაც ვიხილავთ, სადაც დებიუტანტი ავტორების მოკლემეტრაჟიანი ფილმები იქნება ნაჩვენები.

ფესტივალის დეტალური პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ:

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g