LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: „კეკლუცის დრო არ არის – მოქმედების დროა დღეს! საქართველოს უახლესი ისტორია იწერება დღეს! ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო!“

140
თინა ხიდაშელი

„მოქმედების დროა დღეს! საქართველოს უახლესი ისტორია იწერება დღეს! ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო!“, – ასე ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად ორგანიზაცია – „სამოქალაქო იდეის“ დამდუძნებელი, თინა ხიდაშელი.

აღნიშნულის შესახებ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „ბრძოლას სტრუქტურა და ორგანიზება სჭირდება“:

კახა კალაძე ევროკავშირს: „გინდათ მოლაპარაკებების გახსნა? გახსენით, ჩვენ მზად ვართ, ვინ გიშლით ამას? მაგრამ ამით როდესაც აშანტაჟებ ხალხს, ეს კატეგორიულად მიუღებელია“

„ეხლა კეკლუცის დრო არ არის. ან ვიბრძოლებთ ჩვენი ხვალინდელი დღისთვის ან ამ თაობის ქართველებისთვის თავისუფლების კარი ჩაირაზება.

ამასობაში ამ ბრძოლას სტრუქტურა და ორგანიზება სჭირდება, არა უბრალოდ ლიდერი, ორატორი, არამედ ორგანიზებული წინააღმდეგობა.

გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება“ დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას

ფართო ფრონტი და დისციპლინა. ამ ბრძოლაში გამოიძერწება ქვეყნის ევროპული მომავლისკენ წამყვანი პოლიტიკური ძალა და ლიდერიც!

ა ბურთი, ა მოედანი!“ – წერს თინა ხიდაშელი.

„საქართველოს ხელისუფლება ამწუთას არის არალეგიტიმური ყველა ჩვენი პარტნიორისთვის იმიტომ, რომ მათ არ მიულოცავთ და არ უღიარებიათ არჩევნების შედეგები“ – თინა ხიდაშელი

გამოყენებულია რადიო „თავისუფლებისა“ და „ინტერპრესნიუსის“ ფოტოები

მოქმედების დროა დღეს! საქართველოს უახლესი ისტორია იწერება დღეს! ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა…

Posted by Tinatin Khidasheli on Thursday 28 November 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g