LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ არხთან აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და არხის თანამშრომლებს შორის კამათი იყო

229
პირველი არხი

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და ტელევიზიის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებს შორის არის ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ტელეკომპანია „ტყუილებს ავრცელებს“. თავის მხრივ, ტელევიზიის ჟურნალისტმა, საპასუხოდ აღნიშნა, რომ აღნიშნული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პირველმა არხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პირდაპირი ეთერი დაუთმოს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი თანახმაა საზოგადოებრივ მაუწყებელში მივიდეს.

ასევე, მათი მოთხოვნაა, გადადგნენ არხის ხელმძღვანელი პირები: ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი. მათ გადადგომისთვის 30 წუთი მისცეს. აქციის მონაწილეების თქმით, ახალი გენერალური დირექტორი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა დანიშნოს.

პროტესტის მონაწილეებს კოსტავას გამზირი გადაკეტილი აქვთ, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. შეკრებილებს ბანერი აქვთ გაშლილი წარწერით: “არ გაჩერდება ხალხის მდინარე – ქვეყნის გულიდან გამომდინარე”.

აქ შეკრებილებს ცოტა ხნის წინ აქციის ის მონაწილეებიც შეუერთდნენ, რომლებიც რუსთაველზე იყვნენ შეკრებილები.

სიტყვა-სიტყვით ვიზიარებ იმას, რაც გუშინ ვთქვი – თუ შეიძლება ამ სიტყვების ინტერპრეტაცია ნუ მოხდება. ჩემთვის არასდროს არავის უკადრებია და უცდია, დაწერილი ტექსტი შემოეტანა, – ამის შესახებ „მოამბის“ წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა პირველ არხთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნას.

“გუშინდელი განცხადება სიტყვა-სიტყვით, რაც იყო შეგიძლიათ გადაახვიოთ. სიტყვა-სიტყვით ვიზიარებ იმას, რაც გუშინ ვთქვი. თუ შეიძლება ამ სიტყვების ინტერპრეტაცია ნუ მოხდება. ჩემთვის არასდროს არავის უკადრებია და უცდია, დაწერილი ტექსტი შემოეტანა. შესაბამისად, ჩემი გუშინდელი განცხადება რაც იყო, ეხებოდა ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკას. მივიჩნევ რომ იგი ვერ პასუხობს საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნას. დავასახელე ისიც, თუ რა განაპირობებს ამას. ვიზიარებ გუშინდელ განცხადებას და თუ შეიძლება ნუ მისცემთ სხვა ინტერპრეტაციას“, – განაცხად ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა პირველ არხთან მიმდინარე აქციაზე.

შეგახსენებთ გუშინ, 30 ნოემბერს, „მოამბის“ პირდაპირ ეთერში ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებაშია „ის თუ რატომ არ პასუხობს სარედაქციო პოლიტიკა იმ მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებაშია, ამის ახსნაც ბევრია. მათ შორის ერთ-ერთი ის არის, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა თანამდებობა, პარლამენტმა აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ. ეს ადამიანი არის ვასილ მაღლაფერიძე“, – განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g