LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა კობეშავიძის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს: „ამის ყურება აუტანელია უკვე. თქვენ გაგაჩნიათ ავტორიტეტი, ძალა, რესურსი და ძალიან გთხოვთ, უმორჩილესად, დანიშნოთ ხელახალი არჩევნები…“

324
ზურა კობეშავიძე

მომღერალი ზურა კობეშავიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ მან ახალი არჩევნები დანიშნოს:

„მოგესალმებით, ბატონო ბიძინა, დიდი მოკრძალებით. პირადად თქვენ მინდა მოგმართოთ. მე ერთი უბრალო ადამიანი გახლავართ, ხელოვნების წარმომადგენელი. რასაც ვუყურებ ტელევიზიით, ეს არის დიდი ტრაგედია, ბარიკადის იქით და აქეთ დგანან ჩვენი შვილები, ძმისშვილები, ბიძაშვილები და ვუყუროთ ჩვენ ამას, როგორ ხოცავენ ერთმანეთს? ამის ყურება აუტანელია უკვე. თქვენ გაგაჩნიათ ავტორიტეტი, ძალა, რესურსი და ძალიან გთხოვთ, უმორჩილესად, დანიშნოთ ხელახალი არჩევნები. დადგეთ ხალხის მხარეს, იმ ხალხის მხარეს, რომელიც 2012 წელს დაგიდგათ გვერდით და ერთად გაიმარჯვეთ. მარტო „ოცნება“ ვერ გაიმარჯვებდით. დადექით ხალხის მხარეს, დანიშნეთ ხელახალი არჩევნები და შევწყვიტოთ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, მეგობრის შვილებს შორის სისხლისღვრა, არ აქვს მნიშვნელობა, სამთავრობოა თუ ოპოზიცია, ისინი ჩვენი სისხლი და ხორცი არიან. დიდ ბოდიშს გიხდით…“

ცნობისათვის, საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა 28 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში, მომენტალურად დაანონსებული აქციის შემდეგ, მოქალაქეები ჯერ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მოგვიანებით კი ისინი სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.

28 ნოემბრიდან დღემდე, უკვე მე-6 დღეა, რაც დედაქალაქში აქციები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. თბილისთან ერთად, საპროტესტო გამოსვლებია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.

ოთო ნემსაძე: „საქართველოს ევროპული გზიდან გადაყვანა თუნდაც ერთი წამითაც კი არის ქვეყნის ღალატი! ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ გვაქვს ეს ყველაფერი ნანახი“

ნოდიკო ტატიშვილი: ვინც დღეს დუმხართ, ისტორიაში ჩაეწერებით როგორც თქვენი ქვეყნის და ხალხის მოღალატეები!

„ჩემი დაბადების დღე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ყოველ წელს პატარა ბავშვივით ველოდები, გავაუქმე.. პირველად, 25 წლის განმავლობაში არ მაქვს არანაირი სურვილი ჩემი დაბადების დღის“ – ნუცა თოფურია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g