გასულ ღამეს აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – ამის შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ნინო ხარაიშვილმა მედიასთან განაცხადა.
ექიმის თქმით, დაშავებულმა გონების დაკარგვამდე მათთან განაცხადა, რომ, დაზიანება სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიიღო, თუმცა ვერ დააკონკრეტა – რომელი საგნით.
„21 წლის პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. შესაბამისად, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია. თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებით.
დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა საოპერაციოში. ჩაუტარდა დაზიანებულო ფრაგმენტების ამოკვეთა. ამ მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. ჩაუტარდა განმეორებით კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე“, – განაცხადა ექიმმა ნინო ხარაიშვილმა.
ცნობისათვის, დაშავებული ახალგაზრდა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.