რამდენიმე დღის წინ, ნიუ-იორკში Gotham-ის 34-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წითელ ხალიჩაზე სხვა ვარსკვლავებთან ერთად მარია კალასის როლის შემსრულებელი, ანჯელინა ჯოლი გამოჩნდა.
ღონისძიებაზე 49 წლის მსახიობსა და რეჟისორს თავისუფალი სტილის შავი სამოსი ამშვენებდა. რეპორტიორების მახვილ თვალს არ გამოჰპარვია ტატუების მოყვარული ვარსკვლავის ახალი ტატუ. ამჯერად მან ჩიტის ფორმის ტატუ ხელზე გაიკეთა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე უცნობი ბურუსითაა მოცული მსახიობის პირადი ცხოვრება. ბოლო პერიოდი მედია აქტიურად საუბრობს ჯოლისა და 40 წლის ბრიტანელი რეპერის Akala-ს რომანზე. წყვილი ერთად ბევრჯერ გადაიღეს, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ გახლავთ.
ანჯელინა ჯოლის სტილის ტრანსფორმაცია – ვარსკვლავის უახლესი ფოტოები
ახალი ტატუ და ახალი ცხოვრება – ანჯელინა ჯოლის კაშკაშა გამოჩენა