ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში დანაზოგების დაკარგვის საფრთხესთან დაკავშირებით მოქალაქეთა წუხილს პასუხობს:
„ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მეკითხება, ხომ არ ემუქრება მათ დანაზოგებს რაიმე საფრთხე. საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ ვპასუხობ, რომ მათ დანაზოგებს საფრთხე არ ემუქრება, რადგან სისტემა საკმარისად მდგრადი და ლიკვიდურია. 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს საბანკო სისტემის ყველაზე დიდი მიღწევა კაპიტალის კონტროლის არ არსებობაა, ანუ ნებისმიერი თანხის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვალუტაში გადარიცხვა, გადახურდავება, გამოტანა ყველანაირი შეზღუდვების გარეშეა შესაძლებელი“.
აღნიშნულ პოსტშივე გიორგი ქადაგიძე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის ერთ-ერთი თანამშრომლის მოსაზრებას ეხმაურება კაპიტალის კონტროლის დაწესებასთან დაკავშირებით და ამ განცხადებას საბანკო სისტემის ბელორუსიზაციის პირველ ნაბიჯს უწოდებს.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/12/2024-12-04_14-06-50_904874-633x1024.jpg)
„გააკეთეთ განცხადება, რომ არ აპირებთ არანაირი კაპიტალის კონტროლის დაწესებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემზადების დაწყება შეზღუდვების დასაწესებლად. აქვე დავამატებ, რომ ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება უცხოური ვალუტის ოპერაციებზე გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება და გამოიწვევს უკონტროლო პროცესების ჯაჭვს. და ბოლოს, საბანკო სექტორის გამაფრთხილებელი ერთდღიანი გაფიცვა იქნებოდა ძლიერი სიგნალი, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის და პროტესტს აზრი აქვს“, – წერს ქადაგიძე.