კაცი შემთხვევით თვითმფრინავის ერთადერთი მგზავრი აღმოჩნდა და ეკიპაჟის წევრების მზრუნველობით აღფრთოვანებული დარჩა. ამის შესახებ მან Reddit-ის ფორუმზე დაწერა.
პუბლიკაციის ავტორის თქმით, მან Delta Air Lines-ის ბილეთი იყიდა, თუმცა აეროპორტში მისვლის შემდეგ გაიგო, რომ ფრენა 14 საათით იგვიანებდა. მითითებულ დროს ის გასასვლელთან გამოცხადდა, სადაც აღმოაჩინა, რომ ერთადერთი მგზავრი იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სხვა მგზავრები სხვადასხვა რეისებით გაფრინდნენ, ამიტომ თვითმფრინავი მხოლოდ ერთი ადამიანის განკარგულებაში იყო.
მისი თქმით, ბორტგამყოლებმა გააკეთეს ყველაფერი, რათა ეს ფრენა მისთვის დაუვიწყარი ყოფილიყო. პილოტებმა თავის კაბინაშიც კი შეიპატიჟეს, სადაც საინტერესო საუბარი შედგა.
როგორც მგზავრი ამბობს, 14 საათიანი ლოდინი ასეთ გამოცდილებად ნამდვილად ღირდა.