ბრიტანელ ტურისტს ქვეყნები აერია და ამას მხოლოდ აეროპორტში მიხვდა. სტივენ რობერტსს კოსტა-რიკას დედაქალაქი სან-ხოსე უნდა მოენახულებინა, თუმცა ამის ნაცვლად ბილეთი კალიფორნიის სან-ხოსეს მიმართულებით შეიძინა. სტივენი ამ მოგზაურობისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა, მან ფულიც მოაგროვა, სასტუმროც დაჯავშნა და ბილეთიც დიდი ხნის წინ შეიძინა. აეროპორტში მისულმა კი აღმოაჩინა, რომ ნანატრი კოსტა-რიკას ნაცვლად კალიფორნიის შტატში მიფრინავდა. 31 წლის მამაკაცს სხვა გზა აღარ ქონდა და შეცდომის გამოსასწორებლად ბილეთი გადაცვალა, რასაც დამატებით 1000 ფუნტი დასჭირდა და საბოლოოდ, მოგზაურობა იმაზე ბევრად ძვირი გამოვიდა, ვიდრე ტურისტი გეგმავდა.
საინტერესოა, რომ კოსტა რიკასა და კალიფორნიის სან-ხოსეებს შორის მანძილი 6500 კმ-ზე მეტია.