„ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქალაქის ქუჩებში ომის იმიტაციის მცდელობა მოაწყვეს, თუმცა ომის იმიტაცია და საქართველოში „ნაცმაიდნის“ მოწყობის მორიგი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში „მაიდნის“ მოწყობის ოთხი მცდელობა იყო, თუმცა ოთხივე მცდელობას სახელმწიფომ წარმატებით უპასუხა.
შალვა პაპუაშვილი: „მიმდინარე პროტესტს არავითარი შინაარსი არ აქვს… ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა მხოლოდ 2030 წელს გაჩნდება, ჩვენი გეგმა სწორედ ამ თარიღზეა მიმართული, გაგვიხსნიან, მივიღებთ, ხელს მოვაწერთ და შევასრულებთ“
„მიმდინარე დღეებში ჩვენ ვხედავთ სასოწარკვეთილ მცდელობას, იქნებ ამ უკანასკნელ ჯერზე მაინც შეძლონ და ამოატრიალონ ქვეყანა“ – თქვა პაპუაშვილმა.
„საბოლოოდ ყველა დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს და ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ ვერავითარი შანტაჟით ვერ შეარყევს!“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.