LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ტოტალიტარულ სახელმწიფოს ეშინია ხელოვნების, რადგან მასში არის სიმართლის ხმა“ – მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა

1014
ანდრო ჭიჭინაძე

„ანდრო არის მხნედ, რაც მთავარია, ჯანმრთელად, მასზე არანაირი ძალადობა არ განხორციელებულა. ადვოკატს საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადასცემია“, – ამის შესახებ დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ, რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ანდრო ჭიჭინაძის დედამ გადაცემაში „დღის თემა“ თქვა, რომ ხელოვნების ყველა ტოტალიტარულ სახელმწიფოს ეშინია.

ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე სისხლის სამართლის წესით არიან დაკავებულები… მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს-ს განცხადება

„ცნობადი სახეები, აქტიურები, უშიშრები, ბავშვები, რომლებიც ხელოვნებას ემსახურებიან, თავიანთ ტკივილს გადმოსცემენ ხელოვნებაში, თეატრსა თუ კინოში, ეს ყველა დროს იყო ძალიან აქტუალური და ყველა ტოტალიტარულ სახელმწიფოს  ეშინია ხელოვნების, ხელოვნებაში ყოველთვის არის ხოლმე სიმართლის ხმა. ეს ბავშვები, რომლებიც მართლა ძალიან ბევრს შრომობენ, დებენ თავიანთ საქმეში და არიან ლაღები, ლამაზები, აქტიურები, უსამართლობას ვერ ეგუებიან და რა თქმა უნდა, ევროპული მომავალი უნდათ,“ – განაცხადა ლიკა გუნცაძემ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის მზად არის ნებისმიერ ფორმატში გამართოს დისკუსია 12 ახალგაზრდასთან და მათთან გახსნილად ისაუბროს ყველა თემასთან დაკავშირებით. კითხვაზე უნდა შედგეს თუ არა მსგავსი შეხვედრა, ლიკა გუნცაძემ ასე უპასუხა:  „პრემიერზე საერთოდ გამიჭირდება რამის ლაპარაკი, მე ვფიქრობ, ჩემი აზრით, არა“.

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამა: „მისი დაკავება არის საჩვენებელი დასჯა… მე ამაყი ვარ ანდროთი, ის აკეთებს იმას, რისიც სჯერა, ყოველთვის სამართლიანობის მომხრე იყო“

„თითქოს აღარაფერი გაგიკვირდება, მაგრამ მაინც ძალიან გასაკვირია ჩემთვის ანდროსნაირი კეთილსინდისიერი და წესიერი მოქალაქე სახლში შევარდნით რომ დაიჭირეს“ – ბახვა ბრეგვაძე ანდრო ჭიჭინაძის დაკავებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g