LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს საძილე წამლის დოზის შემცირება დაიწყეს“ – როგორია აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარება

186
ალექსი თირქია

3 დეკემბერს, საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსი თირქია კვლავ ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ამის შესახებ ინფორმაციას დაშავებულის მამიდა, ეკა თირქია ავრცელებს.

„გამარჯობა…ალექსი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში რჩება, რეანიმაციულ განყოფილებაში… დღეს საძილე წამლის დოზის შემცირება დაიწყეს, რაც დამაიმედებელია… მადლობა რომ, ინტერესდებით ალექსის მდგომარეობით… უზარმაზარ სითბოს და მორალურ გვერდში დგომას ვგრძნობ თქვენგან. ალექსი მებრძოლი ადამიანია, მჯერა რომ ამ ბრძოლაშიც გაიმარჯვებს და თვითონ გადაგიხდით სათითაოდ ყველას მადლობას“, – წერს ეკა თირქია სოციალურ ქსელში.

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მამიდა: „ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო დასრულება ვერ შეძლეს, რეანიმაციულ განყოფილებაშია ღია ჭრილობით, აქვს ტვინის დაზიანება, დამსხვრეული აქვს ძვალი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g