ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან, შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის შვილი მარიამ წილოსანი ეხმაურება. როგორც მან „ფორმულას“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, „სამართალი ყველგან დაკარგულია“.
მისივე განცხადებით ახალგაზრდა ადამიანები ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და მათ რუსეთი არ სურთ.
„ვუერთდები იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან ევროპული მომავლისათვის და არა იმისთვის რომ ჩვენ ახალგაზრდებს, მომავალ თაობას გვქონდეს რუსული რეჟიმი და გავხდეთ რუსეთი. ჩვენი ქვეყანა საფრთხის ქვეშ არის. გამოდის, რომ პირდაპირ ვამბობთ ევროპაზე უარს.
ჩვენ, ახალგაზრდები ზუსტად იმისთვის ვიბრძვით, რის გამოც, მამაჩემი და მისი მეგობრები დაიღუპნენ.
დაკარგული არის ყველგან სამართალი“, – აცხადებს მარიამ წილოსანი.