„როდესაც სახეში ესვრიან პოლიციელს, სამართალდამცველს პიროტექნიკას, ცეცხლს და მძიმე დაზიანებებს იღებენ, დღის წესრიგში დგება გამოწვევა, რომ ამისგან უნდა დავიცვათ სახელმწიფოც, პოლიციელებიც და ის ხალხი, ვინც თავის სამშობლოს და სახელმწიფოს რეალურად ემსახურებიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, „გამოწვევის შესაბამისად, პარლამენტი შესაბამის ნორმას მიღებს“.
„აქ სამშობლოს მსახურებაში არ არის მარტო საქმე, ჩვენ ჩვენი სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე პიროტექნიკა არ ყოფილა საფრთხისშემცველი, თურმე არ აზიანებს. ეს დამწვრობა სხეულის დაზიანება კი არ ყოფილა, არამედ, ეს მოგვჩვენებია ჩვენ, ყველას და თურმე არაფერი არ არის.
სინამდვილეში კი, ეს ადამიანები, შეიძლება, წარუშლელი იარებისთვის გაწირეს. შესაბამისად, ამას დაცვა სჭირდება და ბუნებრივია, გამოწვევის შესაბამისად, პარლამენტი შესაბამის ნორმას მიღებს,“ – თქვა მამუკა მდინარაძემ.
არჩილ გორდულაძე „ქართულ ოცნებას“ ინიციატივით მიმართავს, აქციებზე ლაზერის გამოყენება აკრძალოს