LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე ზენონი: თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის, სიცოცხლისა და ბედნიერების უფლებისთვის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ძიებისთვის ნაიარევ და რეპრესირებულ თანამოქალაქეებს

128
მეუფე ზენონი

თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს ერთგულებისთვის, საქართველოს სიყვარულისთვის, სიცოცხლისა და ბედნიერების უფლებისთვის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ძიებისთვის ნაიარევ და რეპრესირებულ თანამოქალაქეებს , – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს.

„თავის დროზე გრიგოლ რობაქიძე წერდა: “ქართველმა იგრძნო საქართველო და ამ გრძნობიდან ჩაისახა ქართული რენესანსი”. დიახ, ოდესღაც ამ შეგრძნებამ შვა სამართლებრივ სახელმწიფოში ქრისტიანულ ჰუმანიზმზე დაფუძნებული ეროვნული და საკაცობრიო მონაპოვარი, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”.

იმ დიდებული წარსულისგან განსხვავებით, საქართველოსადმი სრული უგრძნობლობის გამომხატველია ის გზავნილი, რაც ქართული ჰუმანიზმის სახელ-სიმბოლო რუსთაველის გამზირიდან დედის განწირული ხმით ძახილში, საქართველოს მოქალაქეების სისხლში, ცრემლებში, წამებასა და რეპრესიებში აისახა“, – წერს მეუფე ზენონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g