LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: „მივიდეთ, ჩვენც ვიზეიმოთ მასთან და მის მიერ მოყვანილ გზააბნეულ მოქალაქეებთან ერთად, ჩვენ იქ დავრჩებით, მათაც შევთავაზოთ დარჩენა და ჩვენთან ერთად ზეიმი, ვაჩვენოთ, სად არის რეალური სიყვარული და ბედნიერება და სად ბოროტება“

293
გია ხუხაშვილი

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე დღეს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე აინთება.

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე აქცია-მანიფესტაციაა დაგეგმილი.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და წერს, რომ მოქალაქეები ცერემონიას უნდა შეუერთდნენ.

კახა კალაძე: „ნაძვის ხე დედაქალაქში, რა თქმა უნდა, დაიდგმება, ქალაქი იქნება მორთული  და პატარებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილები ჩაიფიქრონ“

„ალტერნატიული ხედვა ნაძვის ხის ისტორიაზე…

1. ეს ნაძვის ხე ჩვენი გადასახადებით არის ნაყიდი და შესაბამისად ის ჩვენია და არა კალაძის.

2. ჩვენი ქუჩაში დგომა მხოლოდ პროტესტი არ არის. ეს არის ახალი საქართველოს, ქართული უდრეკი სულის, თავისუფლების, სამართლიანობის, სიყვარულის და თანადგომის, მისი ევროპული მომავლის ზეიმი, რომელიც ახალ წელთან ერთად აუცილებლად შემოვა ჩვენს ოჯახებში.

3. მართალია კალაძის ცნობიერი მის დანთებაში რაღაც პროვინციულ მზაკვრობას დებს, მაგრამ მისი ღრმად ჩამარხული ქვეცნობიერი რეალურად ჩვენკენ არის და ცდილობს ჩაბნელებული პარლამენტის შენობის ფონზე გაგვინათოს ამ მომავლისკენ მიმავალი გზა. არ მოაპარინოს გრინჩ ბიძინას ახალი წელი, ახალი საქართველო.

ამიტომ, ვფიქრობ მივიდეთ, ჩვენც ვიზეიმოთ მასთან და მის მიერ მოყვანილ გზააბნეულ მოქალაქეებთან ერთად. ჩვენ იქ დავრჩებით, მათაც შევთავაზოთ დარჩენა და ჩვენთან ერთად ზეიმი. დარწმუნებული ვარ, მათი სხეულები იქიდან რომც წავიდნენ, მათი სულები ჩვენთან დარჩება.

ვაჩვენოთ, სად არის რეალური სიყვარული და ბედნიერება და სად ბოროტება. ჩვენ არჩევანი უკვე გავაკეთეთ, მათ ჯერ არა. ხელს ნუ ვკრავთ, გავუადვილოთ ჩვენთან მოსასვლელი გზები,“ – წერს გია ხუხაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g