„ბავშვები სად არიანო. აქ არიან, შეიკრიბნენ, ელოდნენ, მაგრამ დააცადა ვინმემ? 😍😊🎄“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე წერს და ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.
ცნობისათვის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიება პარლამენტთან გადაიდო. მისივე თქმით, „ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს, დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია, რომ ლიბერალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს“.