ამ წუთებში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორისაა მსახიობი სანდრო კაკულია.
მსახიობის განცხადებით, მის სახლთან ჩაიარა დღეს გამართულმა დევნილთა აქციამ და ასეთ დროს ვერ შეძლო სახლში გაჩერება. მსახიობი ამბობს, რომ რაც საჭიროა იმას გააკეთებს და იქ იდგება სადაც ქვეყანას სჭირდება:
„სახლთან ჩაიარა დევნილების აქციამ, ვერ გავჩერდი, ჩავიცვი და გამოვედი… მოხუცი ბებია და ბაბუები მოდიოდნენ, სოხუმი აქ არისო, ეწერათ… ხან ვტირი, ხან ვიცინი ამ რეჟიმში ვარ. დღეს, რაც საჭიროა იმას ვაკეთებ, სადაც შემიძლია ვიდგე, იქ ვიდგები” – განაცხადა სანდრო კაკულიამ.
დევნილების, ხელოვანების, დამკვირვებლების, ESM-ელები ევროპისკენ,„რა? სად? როდის?“, „წიგნების თაროს“ მოთამაშეებისა და მხარდამჭერების, ვეტერინარებისა და ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო მარში თბილისში – დედაქალაქში რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე უკვე შეკრებილი მომიტინგეები მარშის მონაწილეებს ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.
სანდრო კაკულია აქციიდან"სახლთან ჩაიარა დევნილების აქციამ, ჩავიცვი და გამოვედი… მოხუცი ბებია და ბაბუები მოდიოდნენ, სოხუმი აქ არისო, ეწერათ – სადაც შემიძლია ვიდგე, იქ ვიდგები" | სანდრო კაკულია აქციიდან
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on კვირა, 15 დეკემბერი, 2024