LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამაჩემი ლეიკემიით გარდაიცვალა, მაშინ ვთქვი, რომ მთავარი საქმე ამ სენთან მებრძოლი ხალხის დახმარება იქნებოდა, თამთა პირველი აღმოჩნდა, ვისზეც შემატყობინეს… მან ლეიკემია გერმანიაში დაამარცხა, დღეს თამთას პირველად შევხვდი“ – გიორგი კეკელიძე

233
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც გერმანიაში, კელნში იმყოფება, სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს გვიზიარებს.

როგორც გიორგი კეკელიძე წერს, ის დღეს პირველად, სწორედ გერმანიაში შეხვდა თამთა თოდიძეს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა და როგორც მწერალი აღნიშნავს, ამ საქმეში უმცირესი წვლილი თავადაც მიუძღვის:

„ეს თამთა თოდიძეა. მასთან ძალიან უცნაური ამბავი მაკავშირებს და უცნაური იმდენად, რამდენადაც პირველად დღეს, გერმანიაში, კელნში შევხვდი, მაგრამ ვიცნობ ცხრა წელია.

ცხრა წლის წინ მამაჩემი ლეიკემიით გარდაიცვალა და მაშინ ვთქვი, რომ ერთი ჩემი მთავარი საქმე ამ სენთან მებრძოლი ხალხის დახმარება იქნებოდა და თამთა პირველი აღმოჩნდა, ვისზეც შემატყობინეს. მან ლეიკემია გერმანიაში დაამარცხა და დღემდე იქ ცხოვრობს. ამ საქმეში უმცირესი წვლილი მეც მიმიძღვის.

დღეს, ლექციის ჩასატარებლად მიმავალი, ქართველების საპროტესტო აქციაზე მდგარს გადავეყარე.

არის ამ ამბავში ალბათ რაღაც საკრალური. ამ განწყობაში. ამ ბრძოლაში“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ეს თამთა თოდიძეა. მასთან ძალიან უცნაური ამბავი მაკავშირებს და უცნაური იმდენად, რამდენადაც პირველად დღეს, გერმანიაში,…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on კვირა, 15 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g