LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ის ვიცი, რომ შვილს, რომელსაც ველოდები, არაფრით დავუტოვებ საქართველოს, რომელიც რუსეთის იქნება“ – გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი

162
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს, სადაც წერს რომ მალე მამა გახდება.

მისივე თქმით, შვილს რომელსაც ელოდება არაფრით დაუტოვებს საქართველოს, რომელიც რუსეთის იქნება.

„მე ის ვიცი, რომ შვილს, რომელსაც ველოდები, არაფრით დავუტოვებ საქართველოს, რომელიც რუსეთის იქნება და ისიც, რომ ამისთვის ყველაფერი გამიკეთებია და სამომავლოდაც ყველაფერს ვიზამ“, – წერს გიორგი კეკელიძე.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“.

„2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ“ – ირაკლი კობახიძე

აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები – „მონა, რუსებო“ სკანდირებენ.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.

აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

ზუგდიდში მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ – ადგილზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

„ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად… მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო გვაქვს ერთი და ახლა ის უნდა გადავარჩინოთ“ – ნიკა გვარამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g