LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კვესიტაძევ და ამ სტანდარტით მომუშავე კრებსითო კვესიტაძეებო, ვერ მოახერხებთ, რომ თქვენთან ფსკერზე დავეშვა და თქვენს ენაზე ვილაპარაკო“ – როგორ ეხმაურება მაკა ცინცაძე ეკა კვესიტაძის Facebook სტატუსს

885
მაკა ცინცაძე

ტელეწამყვანი, საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი მაკა ცინცაძე ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის მიერ სოციალურ ქსელში მისი მისამართით გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება.

მაკა ცინცაძე აღნიშნულ სტატუსში წერს, რომ „კრებსით კვესიტაძეებთან“ ფსკერზე არ დაეშვება და მათ ენაზე არ ილაპარაკებს.

„კვესიტაძევ და ამ სტანდარტით მომუშავე კრებსითო კვესიტაძეებო, ვერ მოახერხებთ, რომ თქვენთან ფსკერზე დავეშვა და თქვენს ენაზე ვილაპარაკო. არ გვავიწყდება, რომ ეს ოჯახი იმ დაჯგუფების წევრია, რომელიც ცოლ-ქმარს საძინებელში კამერებს უმონტაჟებდა და რა გასაკვირია, რომ სიბინძურის და ცილისწამების ტირაჟირების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ასე გააგრძელეთ“, – წერს მაკა ცინცაძე სოციალურ ქსელში.

კვესიტაძევ და ამ სტანდარტით მომუშავე კრებსითო კვესიტაძეებო, ვერ მოახერხებთ, რომ თქვენთან ფსკერზე დავეშვა და თქვენს ენაზე…

Posted by მაკა ცინცაძე on ორშაბათი, 16 დეკემბერი, 2024

შეგახსენებთ, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის „მოამბის“ საგანგებო ეთერის იმ მონაკვეთს, რომელშიც გადაცემის წამყვანის მაკა ცინცაძის და სტუმრების – ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილისა და ანთროპოლოგ ირაკლი ფიფიას დებატები გაიმართა.

ეკა კვესიტაძე სტატუსში წერდა:

„ამ ქალს იმ დროიდან ვიცნობ, როცა ჩემი ხმის რეჟისორი იყო რადიოში, ყოველთვის ისეთი შტერი იყო, არასოდეს სერიოზულად არ მიმიღია. მერე თმები რომ გადაუჭიმეს და თოჯინად დასვეს პირველ არხზე, სასაცილოდ არ მეყო. მერე ცოტა მეცოდებოდა, ამასობაში უკიდურეს კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბებულა ლეოპარდის სამოსელში“, – დაწერა ეკა კვესიტაძემ.

ამ ქალს იმ დროიდან ვიცნობ, როცა ჩემი ხმის რეჟისორი იყო რადიოში, ყოველთვის ისეთი შტერი იყო, არასოდეს სერიოზულად არ…

Posted by Eka Kvesitadze on ორშაბათი, 16 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g