LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა ყველას კარგად ესმოდეს – ის არის დირექტორი, აქვს შეცდომების დაშვების შესაძლებლობა და მათი გამოსწორების პასუხისმგებლობა“ – ნიკა გვარამია გაბუნიას განცხადებაზე

618
ნიკა გვარამია

„გულწრფელად არ მომეწონა გიორგის განცხადება, არც მისი პოლიტიკური ნაწილი. თუმცა, მინდა ყველას კარგად ესმოდეს – ის არის დირექტორი, აქვს შეცდომების დაშვების შესაძლებლობა და მათი გამოსწორების პასუხისმგებლობა“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, გუშინ, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში ისაუბრა და აღნიშნულით უპასუხა კითხვას ტელევიზიის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, გიორგი გაბუნიას განცხადებას.

ეკა კვესიტაძემ გვარამიას ჰკითხა, როგორ აფასებს, „მთავარი არხის“ დირექტორისა და ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ახლა „ნაცების“ ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად, ამას კიდევ წლები დასჭირდება რომ ხალხმა დაიჯეროს“

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მას გაბუნიას არც ეს განცხადება მოეწონა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პოლიტიკურ გამოთქმული აზრი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მის დაგმობას არ აპირებს.

კობახიძე: „კეზერაშვილი და ხაზარაძე „მთავარ არხთან“ დაკავშირებით „დალაგდნენ“ და ეს გიორგი გაბუნიამაც დაადასტურა – ნახავთ ახლა როგორ გაგრძელდება სარედაქციო პოლიტიკა “

„ანუ „მთავარი არხი“ ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მოემსახურება და არა კონკრეტულად პარტია „ნაცმოძრაობას“. ეს იქნება კეზერაშვილის ხაზიც და ხაზარაძის ხაზიც.“

„ჩემგან ტელევიზიის გათავისუფლების ამბავი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. იმედია გიორგიმ არასწორად გამოთქვა. ისე, ყველა ერთნაირად რომ იგებს გამონათქვამს, ცუდად მოახდინე ფორმულირება, თუ სხვა რამეს ფიქრობდი.

გულწრფელად არ მომეწონა გიორგის განცხადება, არც მისი პოლიტიკური ნაწილი. თუმცა, მინდა ყველას კარგად ესმოდეს – ის არის დირექტორი, აქვს შეცდომების დაშვების შესაძლებლობა და მათი გამოსწორების პასუხისმგებლობა“. – განაცხადა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

კვესიტაძე გაბუნიას: „ისევ პუტინს მიაწექი!..“

ნიკა გვარამიას თქმით, მან ტელევიზიაში თანამდებობა იმიტომ დატოვა, რომ მისი მიზნები უფრო პოლიტიკური გახდა და გარედან კიდევ უფრო მიკერძოებულად აღიქმებოდა, ხოლო დღევანდელ გარემოებებში აღქმები ხშირად ფაქტებზე მნიშვნელოვანია.

„ის, რაც გუშინ გაბუნიამ „მთავარი არხის” ეთერში, დირექტორის რანგში ილაპარაკა, უკიდურესად შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, ისევე, როგორც ბევრი ჩემი კოლეგისთვის” – ეკა კვესიტაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები