LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, რაც გუშინ გაბუნიამ „მთავარი არხის” ეთერში, დირექტორის რანგში ილაპარაკა, უკიდურესად შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, ისევე, როგორც ბევრი ჩემი კოლეგისთვის” – ეკა კვესიტაძე

3805
BeFunky-collage - 2023-09-06T002452.461

ის, რაც გუშინ გაბუნიამ „მთავარი არხის” ეთერში, დირექტორის რანგში ილაპარაკა, უკიდურესად შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, ისევე, როგორც ბევრი ჩემი კოლეგისთვის, – ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე საკუთარი გადაცემის მონოლოგში გიორგი გაბუნიას განცხადებას.

„ის, რაც გუ­შინ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ “მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში, დი­რექ­ტო­რის რან­გში ილა­პა­რა­კა, უკი­დუ­რე­სად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო ჩემ­თვის, ისე­ვე, რო­გორც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი ჩემი კო­ლე­გის­თვის. მან თქვა, რომ ადრე თა­ვი­სუფ­ლე­ბი არ ვი­ყა­ვით, მუდ­მი­ვად “ნა­ცე­ბის“ საქ­მეს ვა­კე­თებ­დით და მხო­ლოდ ახლა გავ­თა­ვი­სუფ­ლდით.

მე არ ვიცი, რა შეხ­ვედ­რა­ზე სა­უბ­რობს გი­ორ­გი, სა­დაც თურ­მე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბას დიდი ოვა­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა, მე ამ შეკ­რე­ბას არც დავ­სწრე­ბი­ვარ და მის შე­სა­ხებ არც არა­ფე­რი გა­მი­გია.

მე მხო­ლოდ ის ვიცი და­ნამ­დვი­ლე­ბით, რომ “რუს­თა­ვი 2“-იდან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არა­სო­დეს და­მი­მა­ლავს ჩემი კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­ვის მი­მართ, მათ შო­რის, არც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რე­ბის და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მარ­თაც.

სწო­რედ, იმ პე­რი­ოდ­ში ვწერ­დი სა­ა­კაშ­ვილ­თან ყვე­ლა­ზე მწვა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ებს, რო­მელ­საც გა­ბუ­ნია არ­ხის არა­თა­ვი­სუ­ფალ პე­რი­ოდს ეძა­ხის, არა­და ჩემი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რან­ტი არ­ხის მა­შინ­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია იყო, სხვა­თა შო­რის, თა­ვად გა­ბუ­ნი­ა­სიც, რომ­ლის მო­ნო­ლო­გებს არა­ერ­თხელ გა­მო­უწ­ვე­ვია დიდი სკან­და­ლი არ­ხის გარ­შე­მო და გვა­რა­მი­ას ბო­ლომ­დე და­უ­ცავს მისი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც გა­რეთ, ისე თა­ნამ­შრომ­ლებს შიგ­ნით”, – განაცხადა ეკა კვესიტაძე.

შეგახსენებთ, 4 სექტემბერს, „მთავარი არხის“ დირექტორმა ამავე არხის გადაცემაში „შუადღის ეთერში“ თქვა, რომ სარედაქციო პოლიტიკა დღეს პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და ჟურნალისტები, მას მერე, რაც მათ დირექციამ განუცხადა, რომ ენმ-ს დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, სიახლეს ტაშით შეხვდნენ.

გაბუნია „მთავარი არხზე“: „ნაცების“ ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად, ამას კიდევ წლები დასჭირდება რომ ხალხმა დაიჯეროს

კობახიძე: „კეზერაშვილი და ხაზარაძე „მთავარ არხთან“ დაკავშირებით „დალაგდნენ“ და ეს გიორგი გაბუნიამაც დაადასტურა – ნახავთ ახლა როგორ გაგრძელდება სარედაქციო პოლიტიკა “

კვესიტაძე გაბუნიას: „ისევ პუტინს მიაწექი!..“

„მთავარ არხზე” მუშაობდნენ ადამიანები, რომლებსაც არც მიშა ევასებოდათ და არც მისი პარტია, ამას არც მალავდნენ” – ნანუკა ჟორჟოლიანი გაბუნიას განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები