LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირის მიმართულებით მარში – „დასავლური განათლებით ევროპისკენ!“ მიმდინარეობს

148
აკა სინჯიკაშვილი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას სახელწოდებით – „დასავლური განათლებით ევროპისკენ!“ მართავენ.

ისინი აცხადებენ, რომ მათ განათლება დასავლურ ქვეყნებში მიიღეს, ასევე სურთ, რომ დასავლეთში განაგრძონ სწავლა.

მსვლელობის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირზე შეუერთდნენ „საუნივერსიტეტო საზოგადოების მარშის“ წევრები. აქციას შეუერთდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები.

მანიფესტანტების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.

ფოტო: პუბლიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g