მსახიობი ირაკლი კვირიკაძე, რომელიც 28 დეკემბრის შემდეგ, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს, აცხადებს, რომ აპირებს, 31 დეკემბერს, ახალ წელს რუსთაველის გამზირზე, მეგობრებთან ერთად შეხვდეს.
როგორც ირაკლი კვირიკაძემ „ტვ პირველს“ გურულების მარშზე განუცხადა, ეს განსაკუთრებული ახალი წელი იქნება:
„რა თქმა უნდა, ახალ წელსაც აქ შევხდები. მე ნამდვილად აქ ვიქნები და, იმედი მაქვს, რომ სხვებიც. ვიცი, რომ ჩემი მეგობრებიც აპირებენ, აქ შეხვდნენ, რადგან ვართ თანამებრძოლები და მგონია, რომ ეს მართლა განსაკუთრებული ახალი წელი იქნება.
მე ვერ გავრისკავდი, რომ ეს ახალი წელი სახლში გავატარო. მინდა, რომ აქ ვიყო“, – თქვა ირაკლი კვირიკაძემ.