მალტაში მოაწყობენ ვახშამს იმ ადამიანებისთვის, ვინც ამა თუ იმ მიზეზით შობას მარტო ხვდება. მერიაში იმედი აქვთ, რომ ეს ვახშამი ამ ადამიანებს კარგი დროის გატარების საშუალებას მისცემს, წერს Times of malta.
მოსალოდნელი ღონისძიების შესახებ განცხადება ქალაქ ზებუჯის სოც-ქსელებში გავრცელდა. ვახშამი ქალაქის ერთ-ერთ ტაძარში გაიმართება და სტუმრებს მოხალისეებთან ერთად რესტორნების შეფ-მზარეულები გაუმასპინძლდებიან.
მონაწილეთა პირადი ცხოვრების პატივსაცემად, ვახშმის დროს ფოტოებისა თუ ვიდეოების გადაღება აკრძალული იქნება.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო ევროპაში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი ვინც თავს მარტოსულად გრძნობს. სწორედ ამიტომ, ევროპის ქვეყნებში მარტოხელათა დასახმარებლად ათობით პროექტი დაიწყო.