პარტია „ახალის” ახალციხის ოფისის წარმომადგენელი, დავით ახალკაცი დააკავეს.
დაკავებას წინ უძღოდა ახალციხის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძესა და დავით ახალკაცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რის შემდეგაც პოლიციამ ახალკაცი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ახალციხეში, საახალწლო ღონისძიებაზე მოხდა.
როგორც „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დავით ახალკაცი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.