LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად, 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება

231
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ პარლამენტთან აქციას შეუერთდება და სიტყვით გამოვა.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ახალი არჩევნები მთელი ქვეყნის მოთხოვნაა.

“სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად. 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად – არა მხოლოდ მათ, ვინც აქ არიან და მუშაობენ, არამედ იმ ადამიანებთან ერთადაც, ვინც სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ადგილზე მართავს პროტესტს და ვინც ეს პროტესტი საზღვრების გარეთ გაიტანა, დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება და რომ ეს მთელი ქვეყნის მოთხოვნაა. ასე რომ, ხვალ დარწმუნებული ვარ, იმაზე უფრო მეტნი ვიქნებით, ვიდრე ყოველდღიურად ვართ”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g