დღეიდან ვიწყებთ ახალ ეტაპს, ბრძოლას იმისთვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა დაინიშნოს ახალი არჩევნები – ამის შესახებ პრეზიდენტტან შეხვედრის შემდეგ, რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ყველასთვის გახდა ცნობილი, რომ არჩევნებმა მასშტაბური გაყალბების ფონზე ჩაიარა.
„პრეზიდენტმა გვთხოვა მოსვლა, რადგან მართლაც მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსთვის. ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნების მერე, იწყება ნამდვილად ახალი ეტაპი. ყველასთვის გახდა ალბათ ნათელი, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, რომ ნამდვილი გაყალბება იყო არჩევნების და დღეიდან ვიწყებთ ახალ ეტაპს, ბრძოლას იმისთვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა დაინიშნოს ახალი არჩევნები”, – განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.
სალომე ზურაბიშვილი: მზად ვარ შევხვდე ბიძინა ივანიშვილს