„საზღვარგარეთის სანქციები არაფრად მოგეჩვენებათ იმ სანქციასთან შედარებით, რასაც ქართველი ხალხი გიმზადებთ!!!“- ასე მიმართავს პაატა ბურჭულაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
როგორც ბურჭულაძე აღნიშნავს, ტრამპის ადმინისტრაცია ქართველ ხალხს დაუდგება გვერდით და არა მმართველ პარტიას.
„გომელაური, ეს სიმპათიური და ხალხისთვის მისაღები ადამიანი, თვალსა და ხელს შორის ჩამოყალიბდა თანამედროვეობის სასტიკ ჯალათად, რომელმაც დაასახიჩრა და დააპატიმრა საქართველოს ასობით პატრიოტი მოქალაქე.
ასე იცის ივანიშვილის დამონებამ. მზად იყავით დანარჩენებიც! ბიძინა ყველას შეგახოცავთ ხელს!
საზღვარგარეთის სანქციები არაფრად მოგეჩვენებათ იმ სანქციასთან შედარებით, რასაც ქართველი ხალხი გიმზადებთ!!!
P.S. ქოცებო!
ახლა ჩამოვედი ამერიკიდან და ცუდი ამბავი ჩამოგიტანეთ:
ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს ხალხს დაუდგება გვერდით და არა თქვენ, როგორც ბიძინა გეუბნებათ. ასე, რომ 20 იანვრამდე ატყუეთ თქვენი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები და მერე მათაც აეხილებათ თვალები,“ – წერს პაატა ბურჭულაძე.